შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარება უკრაინისადმი ამ სახელმწიფოს კორუმპირებულობისა და ევროპელების პასიურობოს გამო შეაჩერა. ამის შესახებ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მიკ მალვეინიმ განაცხადა.
ამასთან მან უარჰყო, რომ ამ გზით პრეზიდენტი ტრამპი ცდილობდა თავისი უკრაინელი კოლეგის, ვლ. ზელენსკის შანტაჟირებას, რათა მას განეხორციელებინა გამოძიება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის პოტენციური მეტოქის ჯო ბაიდენის მიმართ.