18 ოქტომბრის საღამოს ვითარება ბარსელონაში ქაოტური გახდა

დღისით კატალონიის დედაქალაქში მრავალრივცხოვანი საპროტესტო აქციები მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მაგრამ საყოველთაო გაფიცვა და დემონსტრაციები საღამოს უკვე ძალადობრივ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

მიმდინარე მოვლენები ჰგავს სერიოზულ სახალხო ჯანყს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. გაფიცულთა მიერ გადაკეტილია საფრანგეთისკენ მიმავალი ტრასა და კიდევ 19 სატრანსპორტო მაგისტრალი.

ქუჩებში გამოვიდა მრავალი ათეული ათასი ადამიანი, შესაძლოა, ამასობაში მათი რიცხვი უკვე ასეულ ათასებს ითვლიდეს.