კრისტინ ლაგარდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად იქნა არჩეული. ფრანგმა ლაგარდმა იტალიელი მარიო დრაგი შეცვალა.
ახალმა პრეზიდენტმა “ტვიტერში” დაწერა, რომ მისთვის დიდი პატივია მარიო დრაგის ადგილის დაკავება.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი 8 წლის ვადით, ერთხელ, აირჩევა. ლაგარდი პირველი ქალბატონია ეცბ-ის დაარსებიდან, ვიმ დუიზენბერგის, ჟან-კლოდ ტრიშესა და მარიო დრაგის შემდეგ.