FB: ვის დავნიშნავდი საგარეო საქმეთა მინისტრად? – გულბაათ რცხილაძე

პოლიტოლოგიის დოქტორი გულბაათ რცხილაძე თავისი “ფეისბუკის” გვერდზე ეხება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის საკითხს და წერს:

“ვის ვთხოვდი და მოვთხოვდი!, დაიკავოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა?ესაა სამი სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, აწ განსვენებული ალექსანდრე ჩიკვაიძის ღირსეული ვაჟი, თავადაც უაღრესად წარმატებული ქართველი დიპლომატი (რომლის შესახებაც მასამ არ იცის) დავით ჩიკვაიძე!

უბედურო საქართველოვ, რამდენიმე კაცი გყავს, ამდენ უსახურში, გაყიდულში და თან არაპროფესიონალში, ვისაც შეუძლია რაღაცის გაკეთება და იმასაც ვერ იყენებ!!! არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას და არაფერს ვერჩი დავით ზალკალიანს, მაგრამ შეადარეთ! ეს კაცი არ უნდა შეხვედროდა ლავროვს?! შედეგი როგორი იქნებოდა, რას ფიქრობთ?!” – წერს გულბაათ რცხილაძე