საკუთარი ჩაის პლანტაციები გავანადგურეთ, თურქების პლატნაციებზე – ვშრომობთ

თურქეთში ოფიციალურად, სამუშაო ვიზით, 27000 ქართველი მუშაობს, მაგრამ არაოფიციალურად (არალეგალურად) მომუშავეთა ხარჯზე, თურქეთში მომუშავე ქართველების რიცხვი გაცილებით დიდია – ამბობს ქართულ გამოცემა “ბიზნეს მედია ჯორჯიასთან” საუბარში თურქეთის ელჩი ჩვენს ქვეყანაში, ქ-ნი ფატმა ჯერენ იაზგანი.

ელჩი აღნიშნავს, რომ ქართველები თურქეთში იაფი მუშახელი აღარ არიან. გაურკვეველია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს ამას ქ-ნი იაზგანი, მას არანაირი ციფრები არ მოაქვს. ნებისმიერმა ქართველმა იცის, რომ თურქეთში საქართველოდან წასული შავი მუშის ხელფასი იშვიათად აღემატება 500 დოლარის ექვივალენტს თვეში და სამუშაო პირობები ძალზე მძიმეა, განსხვავებით, დავუშვათ, რუსეთის ფედერაციისგან, სადაც გაცილებით მეტი ქართველი მუშაობს და გაცილებით უკეთესი პირობებით.

ასეთ პარადოქსულ მდგომარეობაშია საქართველო – საკუთარი ჩაის და თხილის წარმოება ვერ აუწყია ნორმალურად, კრიზისი კრიზისს მოსდევს, მაგრამ მუშახელი არ სჭირდება. სამაგიეროდ, თურქეთი სარგებლობს ამ ვითარებით და თურქეთის ელჩი აქეთ გვამადლის ამ სარგებელს.