საუბარია ორგანიზაციაზე სახელწოდებით “Free Russia Foundation” (“თავისუფალი რუსეთის ფონდი”) და მის ამერიკელ სტუმარზე მაიკლ ვაისზე (Michael D. Weiss). მომწვევი მხარე საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაფუძნებული ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთიდან ამერიკაში გადახვეწილი ლიბერალებისგან შედგება.
“ფონდის” სათავო ოფისი ვაშინგტონში, პენსილვანია ავენიუზე მდებარეობს. ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი ამ ორგანიზაციის თბილისში დაფუძნების მიზეზები, თუმცა დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამ ორგანიზაციას ამერიკული სპეციალური სამსახურები კურირებენ. “თავისუფალი რუსეთის” გაცხადებული მიზანია, ხელი შეუწყოს რუსეთში პუტინის და “პუტინიზმის” დამხობას.
რაც შეეხება მაიკლ ვაისს, იგი, მომწვევი მხარის ინფორმაციითვე, გახლავთ “სპეციალური გამოძიებების დირექტორი”.
ვაისი მონაწილეა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე მედიაკამპანიისა, მათ შორის, “ნიუ-იორკ ტაიმსში”. ამჟამად იგი კურირებს პროექტს “ლუბიანკის ფაილები”, რაც მოიცავს საბჭოთა კგბ-ს თანამშრომლების მოსამზადებელი სახელმძღვანელოების თარგმანს, ვინაიდან ვაისის აზრით, დღევანდელი რუსეთის სპეცსამსახურებსაც ამ სახელმძღვანელოებით ამზადებენ.
საინტერესოა, იცის თუ არა ამ ფაქტის შესახებ საქართველოს მთავრობამ და რამდენად შეუძლია “თავისუფალი რუსეთის” ასეთ უკონტროლო საქმიანობას, ხელი შეუწყოს რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებას საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ცნობილია, რუსულ სპეცსამსახურებს საკმაო დოზით შეუძლიათ, ასე ვთქვათ, უხეშობის გამოვლენა.