თბილისის მერიის მხარდაჭერით, დღეიდან 19 ნოემბრამდე,მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
~ფესტივალის 2019 წლის პროგრამაზე და სიახლეებზე ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ და გენერალურმა მენეჯერმა სოფო თორთლაძემ ისაუბრეს. პრესკონფერენციას ესწრებოდენ ესპანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ხორხე ლუჩინი სერანო დე ჰარო, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.
„შემოდგომის დასასრულს თბილისს უდიდესი საჩუქარი ელის. ქართული და უცხოური სპექტაკლებით გაჯერებული, არაჩვეულებრივი პროგრამა მოგვიმზადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა, რაც თბილისის კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო ამდიდრებს და მრავალფეროვნებას სძენს. მრავალი წელია დედაქალაქის მერია ფესტივალის აქტიური მხარდამჭერია და ზუსტად ამგვარი პროექტების მეშვეობით თბილისი არის საფესტივალო ქალაქი და აუცილებლად გახდება კულტურის დედაქალაქი რეგიონში“, – განაცხადა ირაკლი გვილავამ