20 ოქტომბერს, გორის საავტომბილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში დაგეგმილია ვენტილატორის დამონტაჟება, რის გამოც, 2019 წლის 20 ოქტომბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.