როგორც ცნობილია, მოძრაობამ “შეცვალე”, აქციები პარლამენტთან ცოტა ხნის წინ შეწყვიტა დღეს კი სოფელ შაქშაქეთთან გადაინაცვლა , სადაც ვანტისაოკუპაციო აქციას გამართავს.როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათ აქციის მოწყობა შემდეგი შეტყობინების გაჟღერების მიზნით სურთ: „რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს მთავრობა კოლაბორაციონისტია და საქართველო არ დაუშვებს რუსეთის გუბერნია გახდეს“.
„მოძრაობა „შეცვალეს“ სახელით გთხოვოთ, კვირას, 16:00 საათიდან შაქშაქეთთან შევიკრიბოთ. გელოდებით ყველას ანტისაოკუპაციო აქციაზე. ყველა ერთად რუსეთის წინააღმდეგ“, – აცხადებენ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები.