გოჩა პარუნაშვილი: “გადაეცით პრეზიდენტ პუტინს ეს 50 საგზური!”

როგორც ვიუწყებოდით, ახალციხეში შედგა ორგანიზაციის პრეზენტაცია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დიალოგის გზით გარკვევას მოითხოვს. ორგანიზაცია “სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე”-ს დამაარსებელმა გოჩა პარუნაშვილმა თავის გამოსვლაში მიმართა რუსეთში ქართული დიასპორების ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ წარმომადგენელს, პროფესორ ვლადიმერ ხომერიკს:

“ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, სახალხო დიპლომატიის თვალსაზრისით, კონკრეტული საქმეების კეთება. ერთ ასეთ წამოწყებას დღეს ექნება ადგილი. ბატონო ვლადიმერ, მოგმართავთ თხოვნით, გადასცეთ პრეზიდენტ პუტინს ეს 50 საგზური რუსი ბავშვებისათვის; მე მზად ვარ, ჩემი ხარჯით დავაფინანსო რუსი ბავშვების საქართველოში დასვენება, ვაცხოვროთ ეს ბავშვები ქართველ ბავშვებთან ერთად, გაიცნონ მათ ერთმანეთი. შემდეგ ჩვენი ბავშვები ჩავლენ რუსეთში, ეს ხელს შეუწყობს ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას…  მხოლოდ ერთი პირობა მექნება – რუსი ბავშვები ჩვენთან აღდგენილი პირდაპირი საჰაერო რეისების საშუალებით უნდა ჩამოვიდნენ!”

ვლადიმერ ხომერიკმა მადლობა გადაუხადა პარუნაშვილს კეთილი საქმის წამოწყებისათვის და განაცხადა, რომ იგი ამ სურვილს აუცილებლად გააცნობს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებს.

 

იხილეთ აგრეთვე:

გივი სიხარულიძე: “რუსეთი ყველაზე კარგად არის მორგებული ქართულ მენტალიტეტზე!

გულბაათ რცხილაძე: «აუცილებელია რუსეთში დასაქმებული ქართველების ლეგალიზაციის მოთხოვნა»

«რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების მოთხოვნა არის პროქართული პოლიტიკა!»