ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის “გეოპოლიტიკური ჭიდილის” ფონზე – ესაქმებათ ამერიკელებს რამე შავ ზღვაში თუ არა, “სტრატეგიული პარტნიორი”, რომელმაც 2008 წლის ომის დროს სამხედრო გემებს ჰუმანიტარული დახმარების სახით დიდძალი წყალი და “პამპერსები” გამოატანა, კვლავ სამხედრო გემებს გვიგზავნის. აშშ 154-მეტრიანი საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) 22 ოქტომბერს, ბათუმის ნავსადგურში შემოვა. ეს გემის მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში.
ლიბერალური ქართულენოვანი მასმედიის შეფასებით, “ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით” (“ნეტგაზეთი”).
USS Porter (DDG 78) Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს შეუძლია მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. როგორც ჩანს, ამერიკელები, აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ, ისევ რაღაცისთვის “გვამზადებენ” – საქართველოსათვის ბევრად უფრო გაუარესებულ საერთაშორისო ვითარებაში.
ხომალდი USS Porter-ი წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა ამერიკის მიერ კონტროლირებადი აკვატორიის უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციების მხარდაჭერას ევროპაში.