ახალციხეში გამართული პრეზენტაციის ფარგლებში, საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი გივი სიხარულიძე. გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს მისი გამოსვლიდან:
“აუცილებელია ახალგაზრდობის მოზიდვა. რუსეთის დიდ შეცდომად მინაჩნია, რომ საზღვრები ჩაკეტა და ჩვენმა ახალგაზრდობამ არ იცის, რა არის რუსეთი. დარწმუნებული ვარ, ქართველი ახალგაზრდებისთვის რუსეთი რომ გაიხსნას, ისინი დასავლეთისკენ არც გაიხედავენ, რადგან რუსეთი ყველაზე კარგად არის მორგებული ქართულ მენტალიტეტზე!
უბრალო რუს ხალხს და რუს ინტელიგენციას ძალიან უყვართ ქართველი ხალხი, ქართველებსაც ასევე გვიყვარს რუსები. დიახ, მე ვამბობ რუს ხალხზე და ინტელიგენციაზე, და არა ამ ინტელიგენციაზე მორგებულ ბურჟუებზე. ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორი სულით მდიდარია რუსი ხალხი და მათ ჩვენი გენეტიკა უყვართ! იყო დრო, როცა რუს ადამიანს ქართველებთან მეგობრობა ეამაყებოდა: “А у меня в Грузии друг есть!” – მთელი ამბავი იყო, ამას როცა იტყოდა რუსი…
ამერიკის წინა ვიცეპრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა: რომელი ქვეყნებიც მამაკაცის მამაკაცთან და დედაკაცის დედაკაცთან ქორწინებას არ მიიღებს, ჩემთან ექნება საქმეო… მე არ მინდა ასეთი დასავლეთი! არ მინდა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ერი, გაიხრწნას!..
ყველა რუსს, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო, უყვარს საქართველოც და ყველა ქართველს, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, უყვარს რუსი ხალხი!”
იხილეთ აგრეთვე:
გოჩა პარუნაშვილი: «გადაეცით პრეზიდენტ პუტინს ეს 50 საგზური!»
გულბაათ რცხილაძე: «აუცილებელია რუსეთში დასაქმებული ქართველების ლეგალიზაციის მოთხოვნა»