გულბაათ რცხილაძე: “აუცილებელია რუსეთში დასაქმებული ქართველების ლეგალიზაციის მოთხოვნა”

ახალციხეში 20 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე მიწვეულმა პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ კონკრეტული მოწოდება გააჟღერა:

“მეგობრებო, ძალიან ცოტაა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მოვითხოვოთ. მაშინ რა გამოდის, ივლისამდე რომ იყო ეს მიმოსვლა, ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ყველაფერი კარგად იყო?! უნდა ვისწრაფოთ ორმხრივი ინტერესების საფუძველზე ურთიერთობების მასშტაბური გაუმჯობესებისაკენ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისაკენ! არავინ მოგატყუოთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღდგენას ნიშნავს ჩვენი მხრიდან! პირიქით, დიპურთიერთობები საშუალებას მოგცემს, ჩვენი ინტერესები განვახორციელოთ მოსკოვში.

ჩვენ ვართ პატრიოტული ძალა, საქართველოს დაშლის მოსურნენი კი ამას წინ შეიკრიბნენ თბილისში, პენსიაზე გასული ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით, რომლებსაც გავლენა მაინც აქვთ გარკვეულ წრეებში. სწორედ მათ მოითხოვეს, ნატოს კანონები გავრცელდეს საქართველოზე აფხაზეთის და შიდა ქართლის გამოკლებით, რაც საბოლოოდ დაანგრევს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამას არ დავუშვებთ!

რაც შეეხება ეკონომიკური ხასიათის მოთხოვნას. უნდა მივმართოთ ჩვენს ხელისუფლებას, თავის მხრივ დაიწყოს რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები და დასვას საკითხი, მოხდეს რუსეთში ფაქტობრივად დასაქმებული ქართველების მდგომარეობის ლეგალიზაცია. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ დაუშვას სამუშაო ქვოტები საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ამას აკეთებს ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკების წარმომადგენლებისთვის. ეს დიდ შვებას მოუტანს ჩვენში დამძიმებულ სოციალურ მდგომარეობას, ბევრი ადამიანი ამოისუნთქებს შვებით”.

 

აგრეთვე ნახეთ:

 

«რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების მოთხოვნა არის პროქართული პოლიტიკა!»

გოჩა პარუნაშვილი: «გადაეცით პრეზიდენტ პუტინს ეს 50 საგზური!»

გივი სიხარულიძე: «რუსეთი ყველაზე კარგად არის მორგებული ქართულ მენტალიტეტზე!«