რატომ მიიყვანეს ბოკერიას მოსასმენად ახალგაზრდული პარლამენტის წევრები და რატომ იყო იქ “ოცნების” ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი?!

სოციალური ქსელში  ვანო ზარდიაშვილისა და გიგა ბოკერიას ერთობლივი ფოტო გავრცელდა, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

“არა არს ღმერთი გარდა ბოკერიასი და ზარდიაშვილია მოციქული მისი.
აი, ეს კოხტაპრუწა ჰყავდათ “ქართული ოცნების” სპიკერად, ახლა ბოკერიას რომ შეჰყურებს დასჯილი ძაღლივით, რომელმაც ფაჩუჩები დაღრღნა.
სირცხვილიც აღარ არის ეს ყველაფერი!
ბოკერია ცდილობს, ახალგაზრდების ხმები მიიღოს.
რას ცდილობს ზარდიაშვილი? და რას ფიქრობენ მისი დოსტები “ქართული ოცნებიდან”?

ბოკერიას მასპინძელი ორგანიზაცია “ინიციატორი” თბილისის საკრებულოში ისნის მაჟორიტარი დეპუტატის (“ქართული ოცნებიდან”) ნინო ლაცაბიძის და ვანო ზარდიაშვილის ხელშეწყობით შეიქმნა. ამ შეხვედრაზე, ბოკერიას მოსასმენად, ახალგაზრდული პარლამენტის წევრები მიიყვანეს. რატომ და ვისი თანხმობით?” – წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.