საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იაპონიაში

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს იასუჰირო იამაშიტასს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო 2020 წელს ტოკიოში დაგეგმილ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს, ასევე, სპორტის სფეროში საქართველო-იაპონიას შორის ურთიერთობის საკითხებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2020 ტოკიოს ოლიმპიადა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასაც. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იაპონიაში მოღვაწე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი მაგალითია  იმისა, თუ როგორ შეუძლია წარმატებულ სპორტსმენებს ქვეყნების დაახლოება..

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის სტუმრობას იაპონიაში, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და კიდევ უფრო ვეცდებით, რომ ქართველ და იაპონელ სპორტსმენებს შორის გაღრმავდეს ურთიერთობები. სპორტის მეშვეობით ქართველი და იაპონელი ერი კიდევ უფრო დაახლოვდებიან, რაც არის ჩვენი პირველადი მიზანი”,– განაცხადა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა იასუჰირო იამაშიტამ.

მან საქართველოს პრეზიდენტს ოლიმპიური თამაშების მზადების პროცესი გააცნო.