სხვა დასკვნის გაკეთება ძნელია, როდესაც წაიკითხავთ Heritage Foundation-ის ექსპერტ ლუკ კოფის მიერ “ამერიკის ხმისადმი” მიცემული ინტერვიუს ზოგიერთ ადგილს. ციტატა:
“ნატოს ჰყავს რამდენიმე წევრი-ქვეყანა, რომლებიც ალიანსის სრულუფლებიანი წევრები არიან, მაგრამ [ალიანსის წესდების] მე-5 მუხლი არ ვრცელდება მათი ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე. ამ წევრების რიცხვს განეკუთვნება ამერიკის შეერთებული შტატები. მაგალითისთვის, ჰავაი და გუამი არ არიან დაცულნი მე-5 მუხლით. დიდი ბრიტანეთის კუთვნილ ფოლკლენდის კუნძულებზეც არ ვრცელდება ნატოს მე-5 მუხლით დაცულობა” – აღნიშნავს ამერიკელი პოლიტოლოგი.
იგი დარწმუნებულია, რომ ამ მაგალითებს მეტი საერთო აქვთ საქართველოსთან, ვიდრე გერმანიის ნატოში გაწევრიანების მოდელს.
კოფი განმარტავს: “აღმოსავლეთი გერმანია ნატოს წევრი გახდა გერმანიის გაერთიანების შემდეგ. მე არ მომწონს ეს ანალოგია, რადგან გერმანიასა და საქართველოში არსებული ვითარება ერთმანეთისგან განსხვავდება. თუკი ჩვენ ვეძებთ პრეცედენტებს, უნდა ვნახოთ ისეთი პრეცედენტები, როგორებიც ზემოთ ვახსენე. ანუ ქვეყანა ხდება ნატოს წევრი მთელი თავისი ტერიტორიით, მაგრამ მე-5 მუხლის გარანტიები ვრცელდება მხოლოდ მის ნაწილზე”.
და, “წიწმატი” ლუკ კოფის ფანტაზიებში, რომელიც მითიურ “რუსულ პროპაგანდასაც” ახსენებს: “ნატომ არასოდეს უნდა მოსთხოვოს საქართველოს თავის ტერიტორიებზე უარის თქმა. ნატო ამას არ ითხოვს… თუკი საკითხს დავსვამთ ასე: შევიდეთ ნატოში თუ უარი ვთქვათ ტერიტორიებზე, მე ვეტყოდი – უარი არ თქვათ ტერიტორიებზე”.
– გამოდის, რომ კოფის ლოგიკით, საქართველოსთვის აფხაზეთი და შიდა ქართლი სტრატეგიულად, გეოგრაფიულად, ისტორიულად, მენტალურად, რელიგიურად იგივეა, რაც ამერიკისთვის წყნარ ოკეანის ცენტრში ამოზიდული ჰავაიის ვულკანები ან დიდი ბრიტანეთისთვის სამხრეთ ატლანტიკაში ჩაკარგული ფოლკლენდის კლდეები. არც ერთი ამ კუნძულებიდან ახლოსაც არ მდებარეობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედების (წესდების მიხედვით) არეალში – ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში; ყველა მაგალითი არის ზღვისიქითა ტერიტორიები, რომელთა დაცვა ამერიკას და დიდ ბრიტანეთს ნატოს გარეშეც კარგად შეუძლიათ. საქართველოს კი კონტროლი აქვს დაკარგული თავის უშუალო ისტორიულ ნაწილზე, მიწა-წყალზე, რომლის გარეშე მისი არსებობა წარმოუდგენელია. კოფი გვთავაზობს, მივიღოთ საქართველოს დაშლის ლამაზად შეფუთული სცენარი და არაფერზე ვიდარდოთ. მან კარგად იცის, რომ ქართველი ხალხი არასოდეს გაცვლის თავის მიწა-წყალს მითიურ ნატოზე, ამაზე თანახმანი მხოლოდ სასტუმრო “რუმსის” იმ დარბაზში შეკრებილი მანქურთი მოღალატეები არიან, რომელთა წინაშეც წარსდგნენ ამ და მსგავსი პროექტებით კოფი, რასმუსენი, ბრაიზა და სხვები. შესაბამისად, მათ უნდა დაგვამშვიდონ, მოგვატყუონ, აშკარა კაპიტულაცია გამარჯვებად გაგვიფორმონ (როგორც ამას 2008 წელს ჰქონდა ადგილი)… ეს მათ თავიანთი ბოროტი, გლობალისტური ზრახვებისთვის სჭირდებათ.
ქართულ მასმედიაში ასეთ თემებზე თუ არავინ ამოიღებს ხმას, “ნიუსფრონტი-საქართველო” იზამს ამას. თუმცა ისიც ვიცით, რომ მარტონი არ ვართ, მასმედიაშიც გვყავს თანამოაზრეები და ისინიც მუშაობენ. დაე გვიწოდონ “რუსული პროპაგანდის” იარაღი; სიმართლე თავის გზას არ დაკარგავს!