გამოძალვისთვის ნასამართლევი ჟურალისტი, მაღალანაზღაურებადი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს (ბოდიშს ვუხდით მკითხველს მისი ლექსიკის დონისათვის):
“ბერამ გადარიცხა თანხა ამაზონის ხანძრით დაზარალებული ტყეების აღსადგენად. გამოტყვრნენ ვიღაც ვირიშვილები და დაიწყეს დამუნათება: საქართველოს ბუნებაზე რატო არ ზრუნავსო. სამი წელია ამ თემაზე ფილმებს ვაკეთებ და ვიცი საკითხი. ის რომ თბილისსა და ბათუმში ჩინებული ბოტანიკური ბაღები და ბოტანიკის ინსტიტუტი გვაქვს, მხოლოდ ბიძინას დამსახურებაა.
მათ მოვლა- პატრონობაში, მეცნიერებისა და პერსონალის ხელფასებში, მცენარეთა ნერგებში უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა. ივანიშვილის ქველმოქმედებით გაშენდა ახალი პარკები ზღვისპირეთში. რაჭის ტყეებსაც უვლის. კონკრეტულ პროექტებს და ციფრებს მოგვიანებით დავწერ… მაგრამ არა მათ დასანახად ვინც შენებას ნგრევას, ხოლო ქველმოქმედებას გლეჯვას უწოდებს. P.S. სხვა სფეროს ქველმოქმედებაზე არაფერს ვწერ P.P.S. და ძალიან მაგარია რომ გლობალურ კარგ საქმეში ქართველსაც შეუძლია წვლილის შეტანა.”– წერს შალვა რამიშვილი.