ნინო ბურჯანაძე ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა.
მე არ მომწონს და ყოველთვის თავს ვარიდებ ვისაუბრო თქვენზე და მოგიხსენიოთ როგორც ეთნიკური უმცირესობა, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები, ჩვენი განუყოფელი ნაწილი და არ მსურს განგასხვავოთ საქართველოს სხვა მოქალაქეებისაგან“, – განაცხადა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასა და ხელისუფლებებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე.
საქართველომ ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს – ასეთი იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების პოზიცია ერთიან საქართველოსთან დაკავშირებით.