პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე 10 კმ. სიღრმეში, თურქი და რუსი სამხედროები ერთობლივ პატრულირებას დაიწყებენ. მან ამის შესახებ სამუშაო ვიზიტით, რუსეთის ქალაქ სოჭში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული 6-საათიანი პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
“ერთ დროს ტერორით მოცულ სირიაში, თურქეთის მიერ გაწეული ძალისხმევით მშვიდობამ დაისადგურა. თითქმის ოთხ მილიონამდე სირიელი და მათ შორის 350 ათასი ქურთი უკვე 5 წელია ჩვენს ქვეყანას აფარებს თავს. დროა, ეს ხალხი საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნდეს. პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს საკითხი დეტალურად განვიხილეთ. როგორც მოგეხსენებათ, ანკარა-ვაშინგტონს შორის მიღწეული შეთანხმებით სეპარატისტულ ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა, PYD-მ თურქეთ-სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრი სიღრმე 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ, ეს დრო უკვე იწურება. ამის შემდეგ კი თურქი და რუსი სამხედროები, თურქეთ-სირიის საზღვარზე 10 კმ. სიღრმეში ერთობლივ პატრულირებას დაიწყებენ.“
ერთობლივი პრესკონფერენციის დროს პუტინმა განაცხადა: „ჩვენ კარგად გვესმის თურქეთის შეშფოთება თავისი ეროვნული საზღვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.“
ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 10- პუნქტიანი ხელშეკრულების ტექსტი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, სირიაში თელ-აბიადსა და რას ალ-აინში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს სტატუსის შენარჩუნებაზე იქნა მიღწეული შეთანხმება. შეგახსენებთ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ 9 ოქტომბერს სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში დაწყებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“, აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, გასული კვირის ხუთშაბათ დღეს დროებით შეჩერდა.
წყარო: TRT