„ჩვენ ის ორი ქვეყანა ვართ, რომელიც, მიუხედავად ამ რთული ურთიერთობებისა, ვართ მეზობელი ქვეყნები… ამიტომ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა გახარიას და პუტინის შეხვედრა არ მზადდება და არ განიხილება”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს. ამ ფორმატების ეფექტურობა ისედაც საკამათო იყო, თუმცა განსაკუთრებით ბოლო დროს გახდა ცხადი, რომ საჭიროა ურთიერთობებისთვის ახალი იმპულსის მიცემა, მაგრამ ვერც საქართველოს პრემიერი ბედავს გადადგას ღირსეული ნაბიჯი.
“ნიუსფრონტი-საქართველო”.