მომღერალი სოფო ტოროშელიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე რესტორან “ჩემო კარგოს ქარხანაში” მომხდარ ინტოქსიკაციაზე წერს.
მისი ცნობით, 4 ადამიანი ინფექციურ საავდმყოფოშია მოთავსებული, მათ შორის არის მომღერლის მცირეწლოვანი შვილი.
“გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია.
რამოდენიმე დღის წინ რესტორან “ჩემო კარგოს ქარხანა – Chemo Kargo’s Factory”-ში , რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე მოიწამლა 4 ადამიანი . მათ შორის არის ჩემი მცირეწლოვანი შვილი. ამჟამად ვიმყოფებით ინფექციურ საავადმყოფოში, საბედნიეროდ ფატალურ შედეგს გადავრჩი, თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს. კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდა სალმონელა ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. მოწამლულია კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის მაქსიმეს მამა და ჩემი 2 მეგობარი, რომლებიც ასევე საავადმყოფოში იმყოფებიან საშინელი ტკივილებით და ასევე ინტოქსიკაციით! მე მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს და როდის?!” – წერს სოფო ტოროშელიძე სოციალურ ქსელში