პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პატრიკ ფრანზენთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ცნობითვე, აღნიშნული ვიზიტი ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების ერთ-ერთი საკვანძო მოვლენაა და ხაზს უსვამს საქართველო-შვეიცარიას შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობასა და პარტნიორობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ შვეიცარიის ელჩს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კონფლიქტების მოგვარების პროცესში დახმარებისთვის. ამასთან, აღინიშნა შვეიცარიის პოზიტიური ჩართულობა საქართველოში სოფლის მეურნეობის, პროფესიული განათლების, კულტურისა და ხელოვნების, ტურიზმის და სხვა სფეროებში.