რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება: ავიაციისა და ანტისაჰაერო თავდაცვის მართვის (ПВО) რუსულ-სომხური წვრთნის დროს, რუსეთის სამხედრო ბაზის ანტისაჰაერო დაცვის შენაერთებმა და სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უკუაგდეს პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმა და საკუთარი ავიაციის ბაზირების აეროდრომები საჰაერო დარტყმებისგან დაიცვეს.
პირობითი მოწინააღმდეგის საავიაციო საშუალებების იმიტირება მოაწყეს ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციის ეკიპაჟებმა, რომლებიც ჰაერში მანევრირებას ასრულებდნენ, იყენებდნენ რადიოხარვეზების შექმნის კომპლექსებს, ასრულებდნენ ფრენებს ერთმანეთთან მჭირდო წყობით.
წვრთნებში გამოყენებულ იქნა გამანადგურებლები МиГ-29, ვერტმფრენები Ми-8МТВ და Ми-24П, შემტევები Су-25, რომლებიც ფრენებს უაღრესად დაბალ სიმაღლეებზე, ისევე, როგორც დიდ სიმაღლეებზე – 10 ათას მეტრზე და ზემოთ, ახორციელებდნენ.
დაახლოებით 50 საჰაერო მიზანი, რომლებიც სამხრეთ სამხედრო ოლქს (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კლასიფიკაციით, კავკასია სამხრეთის სამხედრო ოლქია) მიუახლოვდა, დროულად იქნა აღმოჩენილი და დაჭერილი, სომხეთის პირობითი საჰაერო საზღვრის გადაკვეთის მომენტამდე.
ერთობლივ წვრთნაში საერთო ჯამში ჩართული იყო დაახლოებით 300 სამხედრო მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული სახმელეთო და საჰაერო სამხედრო ტექნიკა.
– სწორედ ეს არის სამხედრო თანამშრომლობა და სამხედრო მომზადება, რასაც რუსები აკეთებენ სომხეთში. საქართველოს საჰაერო სივრცისგან განსხვავებით, სომხეთის საჰაერო სივრცე დაცულია. “ნიუსფრონტი-საქართველო”.