რუსული ტარანი ამერიკულ გემებში – ისტორიული კადრები

შავი ზღვა. 1988 წლის თებერვალი. ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი – კრეისერი “Yorktown” და საესკადრო გამანადგურებელი “Caron” შემოდის შავ ზღვაში. ამერიკული ხომალდები ცდილობენ, მიუახლოვდნენ ყირიმის ნახევარკუნძულს და საეჭვოდ ტრიალებენ ნეიტრალურ წყლებში. დამღლელი მანევრების შემდეგ ორი რუსული (საბჭოთა) საპატრულო ხომალდი  “Беззаветный” და СКР-6″, რომლებიც, ბუნებრივია, მოცულობით ბევრად ჩამორჩებოდნენ ამერიკულ კრეისერსა და გამანადგურებელს, გადამჭრელ და საოცრად გაბედულ ზომებს ღებულობენ. ამერიკელი მეზღვაურები რუსებს ჯერ დასცინიან, მაგრამ მალე ვითარება იცვლება…

“ყოველ ნაძირლობას პასუხი უნდა გაეცეს ძალის საშუალებით. მე სულ ვამბობ, რომ ამერიკელი მეზღვაურები გამოცდილი, კარგი მეზღვაურები არიან, მაგრამ მათი სულისკვეთება სუსტია, იაფფასიანი” (“дух у них дешёвенький”) – ამბობს შავი ზღვის ინციდენტიდან 26 წლის გასვლის შემდეგ ვლადიმირ ბოგდაშინი, საბჭოთა სამხედრო ხომალდის “Беззаветный”-ს მეთაური…

შეგახსენებთ, რომ 1988 წელს საბჭოთა კავშირი დაღმავალი გზით, დაშლისკენ მიჰყავდა მიხაილ გორბაჩოვს. მიუხედავად ამისა, რუსები საოცარ სამხედრო სულსა და ძალას ავლენენ.

იხილეთ ისტორიული კადრები, დეტალური აღწერილობით და დაფიქრდით, საქართველოს პორტებში ამერიკული ხომალდების სტუმრობა თუ რამეში გამოადგება ჩვენს სამშობლოს, საქართველოს მაშინ, როდესაც რუსეთის სამხედრო მანქანა დღითიდღე ძლიერდება:

პირველი ვიდეო- კადრები ამერიკული სამხედრო ხომალდიდან, რუსების ტარანი:

მეორე ვიდეო – ინციდენტის მონაწილე მხარეების აღწერა, ინტერვიუები: