“ვაკვირდები ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის აღდგენაზე საკუთარი $1.1 მილიონის გადარიცხვაზე ატეხილ უაზრო ‘ვაი-ვიშს’ და ვხვდები – ტოტალური ნაცსექტის წევრად ყოფნა, ან იქ მუდმივად წარუმატებელი გაწევრიანების მცდელობა საშინელი დიაგნოზია.”– ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე იმ ადამიანებს, რომლებმაც ბერა ივანიშვილი, ამაზონის ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულთათვის თანხის გადარიცხვის გამო გააკრიტიკეს.
“აშკარა ფაქტების საღ, ზედაპირული ანალიზზის უნარზეც კი აღარაა საუბარი. ამ დროს, ის ინფო ინგლისურენოვან facebook-ჯგუფებშიც გავაზიარე. ამ ხელისუფლებისადმი საკმაოდ კრიტიკულად განწყობილი უცხოელები სრულიად დადებითად შეხვდნენ პლანეტის ფილტვების აღდგენაზე წვეთისოდენა ქველმოქმედების ფაქტს… ჩვენი ტოტალური სექტა კი სრულ ფსევდო-ჩაბჟირებულ (ბუნებრივადაც ვერ გამოსდით) მდგომარეობაშია. ვავა!..”– წერს გია აბაშიძე.