“ნიუსფრონტი” ხსნის ახალ რუბრიკას სახელწოდებით “მეგობრობა იმარჯვებს!” ეს რუბრიკა ეძღვნება ქართველების და რუსების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას, რომელიც დაამარცხებს პოლიტიკურ კონიუნქტურას და ჩვენს საერთო მტრებს. მტერია ყველა, ვინც ხალხთა შორის მეგობრობის და დაახლოების წინააღმდეგ მიდის, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ორ ქრისტიან, მართლმადიდებელ ერს!
რუბრიკაში შევაგროვებთ ვიდეომასალებს, რომლებიც ეხმიანება ქართულ-რუსულ მეგობრობას.
დასაწყისისთვის გთავაზობთ ანსამბლ “ბასიანის” გამოსვლას რუსი მაყურებლის წინაშე (სანკტ-პეტერბურგი, 2017 წ.), რუსების საყვარელი ქართული სიმღერით “სულიკო”. გირჩევთ, გადახვიდეთ ბმულზე და ნახოთ კომენტარებიც ამ ვიდეოს ქვეშ. მაშ ასე, მეგობრობა იმარჯვებს!