დაიმლერ-ბენცმა, ივლის-სექტემბერში განცდილი მილიარდობით დანაკარგების შემდეგ, თუმცა გააძლიერა მოგება, მაგრამ საწარმოს სამომავლო შეფასებები შეშფოთების საფუძველს უფრო იძლევა. ტრენდად ქცეული ელექტრომანქანები გერმანულ მწარმოებელს პრობლემებს უქმნის, ამიტომ ყველაფერში ფული იზოგება. დეტალებს თავისი გეგმების შესახებ “დაიმლერის” ხელმძღვანელობა 14 ნოემბერს გააჟღერებს.
ყველგან საუბრობენ საავტომობილო წარმოებაში სამუშაო ადგილებისა და საწარმოთა რაოდენობის შემცირებაზე, რადგან მოგება კლებულობს. “ფორდმა” და “რენომ” თავიანთი მოგების პროგნოზები ქვევით დასწიეს. გერმანიაში სიდიდით სათადარიგო ნაწილებით მომმარაგებელმა “კონტინენტალმა” მილიარდობით დანაკარგი ივარაუდა თავისთვის, რადგან მომავალი 5 წლის მანძილზე მსოფლიოში ავტოინდუსტრიის ზრდას არ ელის. ტრადიციულ საწვავზე მომუშავე მანქანების კვდომის პროცესის გამო “კონტი” 20 ათას სამუშაო ადგილს დახურავს, ხოლო მსოფლიოს უდიდესმა სათადარიგო ნაწილების მწარმოებელმა “ბოშმა” 2021 წლამდე დამატებით 1.600 სამუშაო ადგილი უნდა შეკვეცოს.
როგორც ავტორიტეტული ექსპერტები თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, ავტოინდუსტრიის კრიზისი მხოლოდ მანქანათმშენებლობას არ მოიცავს და იგი გადასწვდება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ქიმიური ინდუსტრია, სარკინიგზო მიმოსვლა და კიდევ სხვა მომიჯნავე სფეროები.
“როიტერსის” მიხედვით.