რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ექტსრადირება რუსეთში შესაძლოა, ხვალ დილით მოხდეს, – ამის შესახებ იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ განაცხადა.ექსტრადირება რუსეთში ხვალ მოხდება.ადვოკატის განცხადებით, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება რუსეთში მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის დამღუპველია, რადგან მას იქ ფიზიკური განადგურება ელოდება.
ვახტანგ კვიჟინაძის ინფორმაციით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო უწყებას ამომწურავი ჩვენება უკვე მისცა, სადაც საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში თავშესაფარი უნდოდა. ადვოკატის თქმით, სუმბაევი ჩვენებაში ასევე ჰყვება, რომ ის გაიტაცეს და ამ გატაცებაში რამდენიმე პოლიციელიც მონაწილეობდა, „ანუ მარტო პოლიციელებს არ გაუტაცია“.
„იაროსლავ სუმბაევმა საგამოძიებო უწყებას დეტალური ჩვენება მისცა, ასევე ჩატარდა ამოცნობები. ჩვენებაში ის საუბრობს ყველაფერზე, მათ შორის პოლიციელების მხრიდან ფულის გამოძალვაზე. იქ მარტო პოლიციელებიც არ ყოფილან. ფულის გამოძალვაში მონაწილეობდნენ როგორც პოლიციელები, ასევე სპეცსამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი. საუბარია დაახლოებით, 50 000 აშშ დოლარამდე. ამასთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება. ვინ არის დაკითხული და ვინ არა, ვერ გეტყვით, ზუსტად არ ვიცნობ საქმის მასალებს, მაგრამ ჩვენი მხრიდან ჩვენება ამომწურავად იქნა მიცემული. შესაძლებლობის ფარგლებში ამოცნობილი იქნა ხალხი. შიდა ქართლის პროკურატურა ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. მე სიმართლის თქმა მიყვარს და ამასთან დაკავშირებით მადლობა ნადვილად გვეთქმის შიდა ქართლის პროკურატურის მიმართ. პოლიციელებიც გამოიკითხნენ, მაგრამ კონკრეტულად რამდენი გამოიკითხამ არ ვიცი. ამოცნობა დღეს ჩატარდა. სუმბაევი ასევე ჩვენებაში ამბობს, რომ საქართველოში სურს დარჩენა და სურს საქართველოს მოახმაროს თავსი გამოცდილება“, – განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.