რუსეთის ფედერაციამ 30-ზე მეტ აფრიკულ სახელმწიფოსთან გააფორმა ხელშეკრულებები შეიარაღებებისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდების შესახებ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლ. პუტინმა განაცხადა სოჭში მიმდინარე რუსეთ-აფრიკის სამიტზე.
რუსული შეიარაღებების ნაწილი პოლიტიკური მოსაზრებებით, უსასყიდლოდ შედის აფრიკის ქვეყნებში, თუმცა მთლიანობაში ეს ორმხრივი სარგებლიანობის საფუძველზე ხდება.
აფრიკული ქვეყნები რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად აღრმავებენ. რუსეთის პრეზიდენტმა აფრიკელ ლიდერებს მადლობა გადაუხადა გაეროში ნაციზმის ჰეროიზაციის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუციების მხარდაჭერის გამო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს სასწავლებლებში 20 აფრიკული სახელმწიფოს სამხედროები გადიან მომზადებას.