სუსი უარყოფს სპეცრაზმელის თვითმკვლელობის ფაქტს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს იმ სპეცრაზმელის თვითმკვლელობის ფაქტს, რომელმაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა.

“აღნიშნულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ”, – განაცხადეს სუს-ში.

თვითმკვლელობის  შესახებ ინფორმაციას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ავრცელებს.

“სამი სპეცრაზმელია შესული თემირლანთან, სამივემ უნდა მოიკლას თავი” – მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ სპეცრაზმელის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომელმაც მის შვილს ესროლა, ასეთ კომენტარს აკეთებს.

სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, პანკისში 2017 წლის დეკემბერში ჩატარდა.