იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილს მოუსმენენ.
1996-2004 წლებში ლალი ფაფიაშვილი მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე: იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე, 2004-2007 წლებში – პარლამენტის წევრი. 2007-2017 წლებში ლალი ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2016-2017 წლებში კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 1998 წლიდან დღემდე კანდიდატი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. დღემდე კომიტეტმა 14 კანდიდატს მოუსმინა.