ჩინეთი უარჰყოფს აშშ ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ბრალდებებს ჰონგ-კონგში მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებით. მთავრობა აღშფოთებულია, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩინიანმა პარასკევს.
სურათზე: მაიკ პენსი
პეკინის ოფიციალური წარმომადგენლის მიხედვით, აშშ ვიცეპრეზიდენტის სიტყვა სავსე იყო ტყუილებით. ნაცვლად სხვისი კრიტიკისა, ამერიკამ თავის თავს უნდა მიხედოს, მაგალითად, იარაღის გამოყენებით ძალადობის ფაქტებს მოუხერხოს რამე. რაც შეეხება ჩინეთს, მისი განვითარება საფრთხეს არავის უქმნის – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მაიკ პენსმა ხუთშაბათს თავის საჯარო გამოსვლაში ჰონგკონგელი დემონსტრანტების მხარდაჭერა გამოხატა. პენსის სიტყვებით, ჩინეთმა გასულ წლებში ჰონგ-კონგის საქმეებში ჩარევა გააძლიერა და იქაური მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლებებს ზღუდავს. “ჩვენ თქვენთან ვართ” – მიმართა პენსმა დემონსტრანტებს ამერიკიდან, “მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ არაძალადობრივი პროტესტები”.
აშშ-ის მეორე პირი ასევე აცხადებდა, რომ ჩინეთი პოლიციური სახელმწიფოა, რომელიც საერთაშორისო არენაზე სამხედრო ძალის გამოყენებით და პროვოკაციულად იქცევა. პენსმა ასევე გააკრიტიკა ჩინეთის ქმედებები სინიანის პროვინციაში, მუსლიმანი უიგურების მიმართ.