ქეთევან ციხელაშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავებას პროვოკაციულ ქმედებას უწოდებს

ცხინვალის რეჟიმის მიერ სოფელ წნელისთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. მისივე თქმით, დამკვირვებლებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მუშაობის უფლება მანდატით აქვთ მინიჭებული.

“ეს არის ძალიან პროვოკაციული მოქმედება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის ოქტომბრიდან არის განთავსებული და მას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება. ამიტომ მათი შეკავება, მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა და მით უმეტეს ამაზე განცხადებების გაკეთება ცალსახად პროვოკაციულია,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები დროებით დააკავეს და ე.წ საზღვრის დარღვევაში და პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულეს. დღეს ცხინვალის ე.წ КГВ-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ “თბილისის რეჟიმი აქტიურად რთავს თავის “პატრიოტულ თამაშებში” საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს,“