იურისტი, ადვოკატი პაატა შავაძე, ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოწვევის აუცილებლობის შესახებ წერს”ფეისბუქის” გვერდზე წერს და იმ მიზეზებზე მიუთითებს, თუ რატომ არის მიუღებელი ანა დოლიძე ამჟამინდელ თანამდებობაზე:
“არაფერ შუაშია კანონის ჩანაწერის ბოროტად გამოყენება, მიმაჩნია , რომ საფუძვლიანი, არგუმენტირებული, დროული და მართლმსაჯულების განვითარებისა და სასამართლო სისტემის ხვალინდელი დღისათვის არსებითად მნიშვნელოვანია, მოთხოვნა – შეუწყდეს ვადაზე ადრე დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მაღალი სტატუსი!
ეს პიროვნება, ყველა ხელისუფლების პირობებში, ტივტივებს საზოგადოების წინაშე და რას ითხოვს თვითონაც არ იცის! ოდიოზურობა მისი ყოველდღიურობის, იმდენად შორს წასულია, რომ “ცა ქუდად აღარ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად”, ჰგონია, რომ ქვეყნის მართლმსაჯულება ბაბუამისის დანაშთი სამკვიდრო ქონებაა და როგორც უნდა ისე “უბერავს”….მისთვის “მუხრუჭი” აღარ არსებობს…ამიტომაც, ურთიერთშეკავების მექანიზმები უნდა ამოქმედდეს და კანონით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით უნდა გაეცეს პასუხი მის კეკლუცობას სასამართლო სისტემასა ზედა….
უფრო მეტიც, ანა დოლიძის სავარძელი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თითქმის ყოველ თუ არა, ყოველ მეორე სხდომაზე ცარიელია…
მას არასოდეს არ აინტერესებს კონკურსი და კონკურსანტები…
მისი ასეთი მიდგომა კიდევ ართხელ ადასტურებს, რომ მას რეალურად არ აინტერესებს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების ბედი, მას აინტერესებს მხოლოდ პოლიტიკა, სასამართლოსა და მოსამართლეთა უსაფუძვლო ლანძღვა, სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს დისკრედიტაცია და ა.შ.” – ასაბუთებს თავის პოზიციას ადვოკატი შავაძე.