სიკვდილი აფთიაქში

გლდანში „ავერსის“ აფთიაქში  40 წლამდე მამაკაცი  შევიდა და იქ მყოფებს უთხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. თუმცა, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა.


როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცმა აფთიაქში შემოსვლისას თქვა რომ ცუდად იყო და შემდეგ დაეცა.

ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს, თუმცა ადგილზე მყოფი გარდაცვლილის ოჯახის წევრები სამართალდამცავებს ცხედარის გადაცემას სთხოვდნენ.

ცნობილია, რომ მამაკაცს წნევა აწუხებდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.