ერდოღანი: “ამერიკის და რუსეთის პოზიციები ჩვენ გავაერთიანეთ”

“აშშ-ის და რუსეთის ერთ საკითხზე შეთანხმების სხვა მაგალითი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ამას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, წარმატებით მივაღწიეთ”  – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიიპ ერდოღანმა თურქეთის ტელევიზიასთან საუბარში.

ამავე ინტერვიუში თურქეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა რუსებთან ერთად 10-კილომეტრიან ზონაში პატრულირების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს ასევე შედგა თურქეთის და რუსეთის გენერალური შტაბების მეთაურების სატელეფონო საუბარი, რომლის ფარგლებშიც სირიაში ერთობლივი ქმედებების დეტალები დააზუსტეს.