შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა მაიკ ესპერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ არ აპირებს სირიის ნავთობით მდიდარი ტერიტორიების დატოვებას. ამერიკელებს რეფლექსად ექცათ ნავთობის კონტროლი, სადაც კი ამის შესაძლებლობა ეძლევათ.
ესპერმა, კერძოდ, განაცხადა: “აშშ-ის შეიარაღებული ძალები სერიოზულ პასუხს გასცემს ნებისმიერ ძალას, რომელიც მათ დაემუქრება”.
ჟურნალისტების კითხვას, აპირებენ თუ არა, ამერიკელები, არ დაუშვან ნავთობსაბადოებზე რუსი და სირიელი სამხედროები, პენტაგონის თავკაცმა ასე უპასუხა: “მთლიანობაში კი”. მისი თქმით, ამერიკის მიზანია, ეს ნავთობსაბადოები გამოიყენონ მისმა ქურთმა მოკავშირეებმა, “სირიის დემოკრატიული ძალებიდან”.
რუსეთის სპეცწარმომადგენელ ალექსანდრ ლავრენტიევისთვის აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოზიცია მიუღებელია. რუსეთის პოზიციაა, რომ ნავთბსაბადოებს მათი ლეგიტიმური მფლობელი – სირიის რესპუბლიკის ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს. “ეს ერთადერთი გამოსავალია” – აღნიშნა რუსეთის სპეცწარმომადგენელმა.