საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, სანდრო ბერაძეს ოჯახი და მეგობრები უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.
ოჯახის წევრები შესაძლო თვითმკვლელობის ვერსიებზე საუბრობენ და გამომწვევ მიზეზად სანდროს აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას ასახელებენ. მათი თქმით, სწორედ ამის გამო მას თვითმკვლელობის მცდელობები გაუჩინარებამდეც ხშირად ჰქონდა.
ინფორმაციის შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ ნომრებზე: 599 72 23 10; 577 25 00 45; 599 57 99 34.
მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს.