კვირას გაიმართა ადგილობრივი არჩევნები გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური მხარის, კერძოდ, ტიურინგიის პარლამენტში. ადგილობრივი დროით 23:00 საათზე, ექზიტ-პოლების მიხედვით, ფედერალურ დონეზე მმართველი ლიბერალური პარტიები – ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (CDU) და სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) დამარცხდნენ.
მათ ჯამში 30% ანუ 21,8% ქრისტიან-დემოკრატებმა და, შესაბამისად, 8,2% – სოციალ-დემოკრატებმა, დააგროვეს. პირველ ადგილზე გავიდა მემარცხენეთა პარტია “Die Linke” 31%-ით, მეორე ადგილზე- მემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” – AfD (23,4%). “ალტერნატივამ” 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, 12%-ით მეტი ხმები დააგროვა. ეს ძალიან მაღალი შედეგია. რამდენიმე წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რომ მმართველი ფედერალური პარტიები ასე ხმაურით შეიძლება დამარცხდნენ, ევროსკეპტიკოსებთან და ანტილიბერალებთან.
ექზიტ-პოლების შედეგები საარჩევნო კომისიის საბოლოო დასკვნისგან გერმანიაში პრაქტიკულად არასოდეს განსხვავდება არსებითი სახით, სურათი უკვე ნათელია. თუმცა ვინ დააკომპლექტებს მთავრობას, რა კოალიცია შედგება, სრულიად გაურკვეველია.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ტიურინგიის და ასევე, მანამდე ჩატარებული საქსონიისა და ბრანდენბურგის არჩევნები ცხადჰყოფენ (სადაც ასევე “ალტერნატივამ” თავისი შედეგები გააორმაგა წინა წლებთან შედარებით), რომ გერმანიაში, ლიბერალური მმართველობა მთლიანობაში სუსტდება. ხალხი უკმაყოფილოა ანგელა მერკელის მთავრობის მიგრაციის პოლიტიკით, გერმანიაში ახლო აღმოსავლეთის მუსლიმი მოსახლეობის მოზღვავებით, კრიმინალური ვითარების მკვეთრად გაუარესებით და მომავლის გაურკვევლობით.