მკვლელობა ვარკეთილში

თბილისში  შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. “ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.  მოკლულია  ტაქსის მძღოლი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია .