მორიგი აფეთქება თბილისში

უკვე მერამდენედ, თბილისში, ამჯერად თევდორე მღვდლის ქუჩაზე, N38-ში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

მათი ცნობით, გადმონგრეულია შენობის მეხუთე სართული და სავარაუდოდ, არიან დაშავებულები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.