პროსტიტუციის ცენტრი ბათუმში „თურქული კვარტლად“ გადაქცეული ქუთაისის ქუჩაა. ამ ქუჩაზე გახსნილია ე. წ. სამასაჟე სალონები, რომლებშიც დასაქმებული არიან უცხო ქვეყნის მოქალქეები, ძირითადად ”ყაზახი გოგონები”. ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს, რამდენად ლეგალურად გახლავან ისინი ქვეყანაში შემოსული. ასეთ სალონებში დასაქმებულია 4 – 5 გოგონა, სალონების რიცხვი კი ქალაქში სულ უფრო იზრდება. სექს-მუშაკებს ანაზღაურება გამომუშავებით აქვთ და შემოსულ თანხას საერთო ყულაბაში აგროვებენ, შემდეგ კი „დამსაქმებელი“ ამ თანხებს თვის ბოლოს შებასამისად ანაწილებს.
რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან წაყრუების ან ხელშეწყობის გარეშე ასეთი ტიპის საქმიანობა სამასაჟე სალონებში ვერ გაიფურჩქნებოდა.
თუმცა პროსტიტუციის სხვა სქემაში უკვე არა უცხოელი, არამედ ქართველი ქალები მონაწილეობენ. ეს სქემა გახლავთ კაფე-ბარები, რომელთა ძირითად სტუმრებს თურქები წარმოადგენენ და მათ ინტიმურ მომსახურებას ქართველი ქალები უწევენ. კლიენტმა კაფეში უნდა დატოვოს თანხა – მინიმუმ 50 ლარი. ამის შემდეგ კი სექს-მუშაკის კაფედან წაყვანა შეეძლება და თავად კლიენტი წყვეტს, სად წაიყვანს „მანდილოსანს“. ეს ფრიად მომგებიანი სქემაა, რადგან კაფეს საქმიანობას ვერ აუკრძალავს უწყება და ვერც პროსტიტუციაში დასდებს ბრალს.
პროსტიტუციაში არასრულწლოვნებიც არიან ჩაბმულნი. ე. წ. მამაშების საშუალებით ისინი მომსახურებას თურქ კლიენტებს უწევენ და ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარან. ამ პრობლემასთან ბრძოლა ქალაქის მცხოვრებლებს შიშველი ხელებით უხდებათ, ხელისუფლების მხრიდან რაიმე მხარდაჭერის გარეშე. არადა, 2017 წელს, მერის არჩევნების წინ, ბ-ნი ლაშა კომახიძის ერთ-ერთი დაპირება პროსტიტუციის აღმოფხვრა იყო, რაც, რა თქმა უნდა, შეუსრულებელი დარჩა. ბათუმში ქუჩის პროსტიტუციაც გაჩნდა. ქუჩის პროსტიტუცია ქვედა საფეხურია ინტიმური ხასიათის მომსახურებებში. ქუჩის მეძავების ძირითად კლიენტურას წარმოადგენენ საშუალო ფენის მოქალაქეები, მათი ლოკაცია ბათუმის საკათედრო ტაძრის გვერდით მდებარე სკვერი გახლდათ. ქალაქის მცხოვრებლების პროტესტის შედეგად სექს-მუშაკებმა ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარედ, „თიბისი ბანკის“ ფილიალთან გადაინაცვლეს.
ქუჩის პროსტიტუციის მერიიდან და სხვა უწყებებიდან „დაკრიშვის“ გარეშე არსებობა ბათუმში, სავარაუდოდ, ვერ იქნებოდა შესაძლებელი.
საერთო ჯამში, თურქებისთვის ბათუმი შესანიშნავ ადგილად გადაიქცა. მათი ამორალური სურვილების დასაკმაყოფილებლად, ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებამ აუნთო მწვანე შუქი ქალაქში კაზინო-ბორდელებს. სააკაშვილი დღემდე პოპულარულია ამ კატეგორიის თურქ მოქალაქეებს შორის, ვინაიდან ისინი მოხიბლულნი არიან იმ თავისუფლებებით, რომლებიც მათ სამშობლოში არ გააჩნიაათ, აქ კი ქართველების ხარჯზე აქვთ. აღსანიშნავია, რომ ”სუტენიორებს” შორის თურქეთის მოქალაქეებიც არიან.
თუკი ადრე საქართველო თურქების თვალში მებრძოლი ერის ქვეყანას წარმოადგენდა, დღეს ბათუმის მაგალითზე გადაიქცა მათთვის სასურველ ადგილად, სადაც ყველაფრის უფლება აქვთ, სააკაშვილის ხელისუფლების დამსახურებით ბათუმი თურქებისთვის უკვე კაზინო-ბორდელებთან ასოცირდება, თურქული კაპიტალი დღეს ბათუმში, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. თავისუფალი ბიზნეს-გარემო და მოქმედების არეალი მხოლოდ მათთვის სასურველ მოცემულობას ქმნის რეგიონში.
ირაკლი ჯანყარაშვილი,
„ნიუსფრონტისათვის“ ბათუმიდან