საერთაშორისო მასმედია რუსეთის მიერ სოჭში წარმატებული გრანდიოზული ფორუმის, “რუსეთი – აფრიკის” ჩატარების ფონზე, აფასებს რუსეთის საგარეო პოლიტიკის წარმატებებს.
“პუტინი იწყებს აფრიკისთვის ბრძოლას, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის დამცირების შემდეგ” – ასეთ შეფასებას აძლევს ცნობილი არაბული “ალ ჯაზირა” სოჭის სამიტის შედეგებს.
ამერიკული “სი-ენ-ენ” ანალოგიურად ფიქრობს: “პუტინმა სულ ახლახანს, ახლო აღმოსავლეთში, გამარჯვების წრე შეკრა. ახლა მან ყურადღება აფრიკას მიაპყრო”.
ასევე ამერიკული საქმიანი გამოცემა “ბიზნეს ინსაიდერ” პუტინის გამარჯვებებში დამნაშავედ დონალდ ტრამპს მიიჩნევს: “ვლადიმირ პუტინი შეუჩერებელი ჩანს გამარჯვებების სერიის შემდეგ, რომლებიც მას ტრამპმა მიართვა ლანგარზე”… პუტინმა მოახდინა გლობალური ამბიციების დემონსტრირება, მიიღო რა ყველა 54 აფრიკული ქვეყანა ახალი კომერციული ხელშეკრულებების დასადებად, რომელთა ფასი მილიარდობით დოლარის ოდენობით განისაზღვრება”.
გერმანული “ჰანდელსბლატ” სიმწრით აღიარებს: “დასავლეთის უვიცობამ და მერყეობამ რუსეთი მსოფლიო არენაზე კვლავ გადამწყვეტ მოთამაშედ აქცია. პუტინმა იცის, როგორ გამოიყენოს ეს ვითარება”.
კიდევ ერთი ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “დერ შპიგელ” კი წერს: “პუტინი თავის გავლენას აფართოებს. სირიასა თუ აფრიკაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საგრძნობი ძალისმიერი ამბიციებით იჭრება მსოფლიო პოლიტიკაში”.
როგორც ვხედავთ, დასავლეთში უკვე ბევრი ხვდება რუსეთის გაძლიერების შეუქცევად პროცესს. საინტერესოა, როდის აღიარებენ ამ ფაქტს საქართველოში?