სარჩელი “თორის ” საწინააღმდეგოდ

ვაკეში, რადიანის ქუჩის მოსახლეობა 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, სამშენებლო კომპანია “თორი” მრავალსართულიან კორპუსს უკანონოდ აშენებს და კოეფიციენტის შემცირებას ითხოვენ.

 

ადგილობრივები ვიწრო ქუჩაზე საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო და სახანძრო მანქანების გადაადგილების პრობლემაზე საუბრობენ.

“თუ ააშენებს იმას, რაც დაშვებულია კორპუსში, ეს არის 5 სართული წინააღმდეგები არ ვიქნებით, მაგრამ მშენებლები არიან წინააღმდეგები, არ აწყობთ. ჩვენ სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი 2019 წლის ივნისში და K2 კოეფიციენტი არის შეჩერებული. თუმცა მაინც მოდიან და უნდათ, რომ ძალით დაიწყონ მშენებლობა,” – განაცხადა აქციის მონაწილემ, ნათია ფაცხონაშვილმა.

არქიტექტურის სამსახურში კი განმარტავენ, რომ საქმეზე დავა სასამართლოშია და ისინი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.