ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის საკრებულოს შუალედური არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემებით, ლაგოდეხში, მარტვილში და ადიგენში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები იმარჯვებენ.
კერძოდ, ცესკოს წინაწარი მონაცემებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ომარ შველიძემ ხმების 84.4 % მიიღო, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა ხმების 14.71 % , მესამე ადგილზე კი მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის“ კანდიდატი დავით ბეგლარიშვილი გავიდა ხმათა 0.89 % -ით.
რაც შეეხება მარტვილს, კიწიის თემში 549 ხმა მიიღო და საკრებულოს დეპუტატი გახდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი რობერტ კაკულია. ის შუალედურ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემშიც ერთადერთი კანდიდატი იყრიდა კენჭს – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზურაბ ფეიქრიშვილი, რომელიც ასევე საკრებულოს დეპუტატი გახდა