საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, ბაიონში, მეჩეთზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 84 წლის კაცი დაკავებულია. იუწყება Reuters-ი საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ფრანგული რადიოს ცნობით, სროლისას ორი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. ეჭვმიტანილი მისსავე სახლთან დააკავეს, კუთვნილ მანქანაში კი ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.
თავდამსხმელი ჯერ თავისი ავტომობილით მეჩეთის ეზოში შევარდა, შემდეგ კი შენობისკენ ბენზინიანი კანისტრა ისროლა და სულ ცოტა, ოთხჯერ მაინც გაისროლა იარაღიდან.
კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა რამდენიმე საათში ის ბაიონიდან დაახლოებით 100 კილომეტრში დააკავეს.
Agence France-Press-ის წყაროს ცნობით, თავდამსხმელი 2015 წელს ადგილობრივ არჩევნებში, ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური ფრონტიდან“ იყრიდა კენჭს.
“იმედი-ნიუსი“.