ტრამპი მოკლულ ალ-ბაღდადის მკვახე სიტყვებით იხსენიებს

აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მოწვეულ სპეციალურ ბრიფინგზე ამტკიცებს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი, აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი სირიის ჩრდილო-დასავლეთით, საიდუმლო გვირაბით ცდილობდა გაპარვას და ამერიკული სპეციალური სამხედრო შენაერთების ხელიდან დასხლტომას.

თუმცა, როგორც აღწერს ვითარებას ტრამპი, გვირაბის ბოლოს ალ-ბაღდადის, რომელიც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, ამერიკელების დაგეშილი ძაღლები წამოეწიენ. ალ-ბაღდადიმ “შაჰიდის ქამარი” მოიყვანა მოქმედებაში და თავის სამ შვილთან ერთად დაიღუპა – ადასტურებს აშშ-ის პრეზიდენტი.

“ეს იყო ავადმყოფი და გაფუჭებული კაცი, ახლა იგი აღარ არსებობს” – განაცხადა ტრამპმა ალ-ბაღდადის შესახებ.