ცხედარი მტკვარში

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საშუალო ასაკის მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშის განცხადებით, 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც, სანაპიროზე 300 არაგველის მემორიალის მიმდებარედ მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი იყო ნაპოვნი.

„შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ. მიმდინარეობდა როგორც წყლის პერიმეტრის დათვალიერება, ასევე სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები. სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია საშუალო ასაკის მამაკაცის ცხედარი“,-აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.