ახალი პროექტი პროფესიული განათლებისათვის

პროფესიული განათლების ზრდა და შრომის ბაზრის განვითარებას საქართველოში. ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი პროგრამა ამუშავდება.

პროფესიული განათლების ზრდა და შრომის ბაზრის განვითარებას საქართველოში. ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი პროგრამა ამუშავდება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეებს დასაქმებაში და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში. 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში 150 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და დასაქმებულ პირებში ავითარებს შესაბამის უნარებს, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის თქმით, პროგრამის ფარგლებში 5 წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში 105 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

პროექტს მნიშვნელოვანს უწოდებს განათლების მინისტრიც, მიხეილ ბატიაშვილის თქმით პროექტი გულისხმობს პროფესიული მიმართულების განვითარებას და ამაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარება.