ავტოავარია ახალციხე-ადიგენის გზაზე

2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოავარიას ახალციხეში – ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა და-ძმა,

მძიმედ დაშავდა დედა. სოფელ ფარეხას ტერიტორიაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. ფაქტზე გამოძიება დაწყებული.

დაშავებული ქალის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, დაშავებულს ქვედა კიდურების მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. პაციენტს ჩაუტარდა საჭირო კვლევები და ექიმების გადაწყვეტილებით, საჭიროდ ჩაითვალა მისი სპეციალიზირებულ კლინიკაში  გადაყვანა.